ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანში ადმინისტრაციულ შენობასთან 300-მდე ადგილობრივია შეკრებილი. ისინი ზარალის დამთვლელ კომისიას კომპენსაციების პოლიტიკური ნიშნით და შერჩევით განაწილებაში ადანაშაულებენ.
ადგილობროვები ზარალის ხელახლა დაანგარიშებას და კომპენსაციების სრულად გაცემას ითხოვენ.
ხმაური იყო დღეს ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში. ადგილობრივები ზარალის დამთვლელი კომისიის ხელახალ დაკომპლექტებას ითხოვენ. მათ დღეს ყვარლის რაიონის გამგებელი შეხვდა.
აქციის მონაწილეებსა და დავით ქვეხიშვილს შორს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დილიდან მიმდინარეობდა აქცია გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახის გამგეობასთან. აქციის მონაწილეები კრედიტების გადავადებას, სტიქიით დაზარალებულთა სიებში ჩასმას და კომპენსაციების მიღებას ითხოვდნენ.