პარტია "ევროპელი დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ დღეს საქართველოში რუსეთისადმი კეთილგანწყობილი პირები არიან დაკავებულნი აფხაზეთის თემატიკით და სწორედ ისინი ცდილობენ საზოგადოება შეაგუონ იმას, რომ აფხაზეთი "მხარეა" და მათ როგორც თანასწორს ისე უნდა ვესაუბროთ. დავითაია ასევე აცხადებს, რომ ეს რუსული გეგმაა, რომელიც ამჟამად საქართველოში ხორციელდება.
"ჟენევის მოლაპარაკების ფორმატის ცვლილებაზე უკვე დიდი ხანია მიდის საუბარი და ამას აფხაზური და ოსური დელეგაციების წევრები ყოველთვის ცდილობდნენ. მე ჟენევის მოლაპარაკებებს არასოდეს არ ვუყურებდი სერიოზულად ვინაიდან არანაირი შედეგის მომტანი ეს მოლაპარაკებები არ არის. ერთდერთი მთავარი მიზანი რაც აქვთ სეპარატისტებს ეს არის დამოუკიდებლობის აღიარება საქართველოს მხრიდან და ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსი ამაღლდეს", _ აცხადებს დავითაია.
მისივე თქმით, აფხაზი და ოსი სეპარატისტები "მხარედ" არც დსთ-ს და არც გაეროს რეზოლუციებში დაფიქსირებულნი არ ყოფილან.
"დღეს საუბარი იმაზე, რომ ისინი "მხარედ" ვაღიაროთ კატეგიულად მიუღებელია, იმიტომ, რომ დსთ-ს ფორმატშიც კი მოლაპარაკებების დროს ისინი არ იყვნენ აღიარებულნი მხარედ ვსაუბრობ ოკუპაციამდე. გაეროს ფორმატშიც კი არ იყვნენ აღიარებულნი "მხარედ" - იქ ეწერა მხარე - აფხაზეთი (საქართველო)", _ აცხადებს დავითაია.
მისივე თქმით, სეპარატისტების "მხარეს"აღიარება კატეგორიულად მიუღებელია.
" მინდა განვაცხადო, რომ დღეს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს ამას შეაგუოს საზოგადოება. ჯერ იძახის - მერე რა, დავარქვათ მხარე საუბარშუ თუ ეს არ იქნება სტატუსი!
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის რუსული გეგმა, შეეგუოს საზოგადოება დაამ გეგმის პირველი ეტაპი - შეეგუოს ყური: მოდით, ახლა იყოს "მხარე", მერე იტყვიან თუ ეს არის "მხარე" მოდით ახლა დოკუმენტში დავაფიქსიროთ, რომ ეს "მხარეა" რა მნიშვნელობა აქვს, რა შეიცვლება?! - იქნება მეორე ნაბიჯი და ეს იქნება გადადგმული იმისაკენ, რომ მომავალში მოხდეს მათი როგორც სუბიექტის აღიარება", _ აცხადებს დავითაია და აღნიშნავს, რომ დღესდღეობით ის ადამიანები, ვინც ამა აკეთებს და ამაზე საუბრობს ისინი ღიად ლობირებენ რუსულ პოზიციას საქართველოს ტერიტორიაზე.
"ასეთი ხალხის მიდგომებითა და მაიმუნობებით მოხდა ის, რომ საქართველომ ერთი მილიმეტრითაც ვერ წაიწია წიმ ამ მიმართულენბით და აფხაზებმა ლამის დამოუკიდებლობას მიაღწიეს. ომის პირველი დღიდან მიდის ეს ტერმინების ომი.
სეპარატისტები რა თქმა უნდა შეეცდებიან ჟენევის ფორმატი მიიყვანო ისეთ სიტუაციამდე, რომ თავისთვის გამოიყენონ "მხარეებამდე" ფორმატის აწევა, დელეგაციებად დაფიქსირება და ისე წარმოჩინება თითქოს რაღაც ხდება - სინამდვილეში არ ხდება არაფერი! საქართველო ერთი ნაბიჯითაც წინ არ წაიწევს, დევნილები არ დაბრუნდებიან! და იქნება აქ ლაზღანდარაობა ზოგიერთების, პირდაპირ ვამბობ ლაზღანდარაობა "მხარეებად" აღიარებასთან დაკავშირებით და ილუზიის შექმნის, რომ თითქოს რაღაც ხდება - სინამდვილეში არაფერი არ მოხდება - გაძლიერდება სეპარატიუსტული მხარე როგორც ყოველთვის ხდებოდა. სეპარატისტების უკან დგას რუსეთი და დღეს სამწუხაროდ რუსეთისადმი კეთილგანწყობილი პირები არიან დაკავებულნი აფხაზეთის თემატიკით და აქედან გამომდინარე იდეალური პირობებია შექმნილი ჟენევის ფორმატის შესაცვლელად", _ აცხადებს დავითაია და დაძენს, რომ სეპარატისტები საქართველოსგან მხოლოდ და მხოლო ერთს - მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას ელიან და ეს არავის უნდა დაავიწყდეს.