,,კომპანია ,,ნიუენერჯის" ათეულობით მილიონი ლარის ტენდერო ჰქონდა მოგებული და მათი შესრულება ვადებთან მიმართებაში გარკვეულ ეჭვებს იწვევს", _განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყებამდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ.
მინისტრის თქმით, იყო ერთ-ერთი ტენდერი საუბარია მცხეთა-ყაზბეგის გზაზე, რომლისთვისაც ,,ნიუენერჯის" აღებული ჰქონდა სამი მილიონი ლარი, ხოლო სამშენებლო სამუშაოები დაწყებული არ ჰქონდა.
,,ჩვენი სამინისტროდან ,,ნიუენერჯთან" დაკავშირებით რა პრობლემებიც ჩანდა ეს იყო სატენდერო პირობების ვადების დარღვევა. გეტყვით, რომ იყო ერთი შემთხვევა ბიუჯეტიდან წაღებული იყო სამი მილიონი ლარიო და დაწყებული არ იყო სამუშაოები. გამომდინარე აქედან იყო 12 კონტრაქტორი რომელზეც გარკვეული კითხვები გვქონდა და ამიტომ გადავგზავნეთ ეს საქმენი პროკურატურაში", -განაცხადა ნარმანიამ.
მისი თქმით, მთლიანობაში ,,ნიუენერჯს" ათეულობით მილიონი ლარის ტენდერი აქვს მოგებული და ის პროექტები, რომელიც მიმდინარე იყო არ შეჩერებულია და საქმე არ გაჭიანურებულა. როგორც მინისტრმა განმარტა უახლოეს პერიოდში უამრავი ტენდერი გამოცხადდება და ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა გაგრძელდება.