საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში 28 იანვარიდან 1 თებერვლის ჩათვლით დაგეგმილია შვედი ექსპერტების ვიზიტი. ექსპერტთა მისია შეეხება სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავებას. აღნიშნული მისიის ფარგლებში შვედი ექსპერტები იმუშავენებ აღმასრულებელი დირექტორის აპარატში. განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა, მონაცემთა გავრცელება და საზოგადოებასთან ურთიერთობის პირველადი შეფასება საქსტატში და ამ მიმართუულებით სამუშაო გეგმის ჩამოყალიბება. შვედი ექსპერტები გაააცნობენ საქსტატს მონაცემთა გავრცელებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის იმ სტრატეგიას, რომლითაც მოცემულ ეტაპზე შვდეთის სტატისტიკაში ხელმძღვანელობენ.
მასალის გამოყენების პირობები