,,აფხაზეთის გავლით რკინიგზის მშენებლობის საკითხში საქართველო უბრალო პაიკია", -განაცხადა პრეზიდენტმა დევნილებთან და სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვედრისას და აღნიშნა, რომ რკინიგზის მშენებლობის მომხრე მხოლოდ აფხაზეთის დეოკუპაციის შემთხვევაში იქნება.
,,ეს რკინიგზა არის რუსეთისთვის პლაცდარმი კავკასიის დაპყრობის, სომხეთისა და აზერბაიჯანის გავლენის მოპოვების ირანზე გასვლის. რატომ ვართ ჩვენ პაიკი ჩვენთვის ძალიან მძიმე და რუსეთისთვის ძალიან მარტივ სტრატეგიულ თამაშში. რატომ აქცევ საქართველოს უმნიშვნელო პაიკად, როცა საქართველო დიდი სტრატეგიული მოთამაშე ხდება ახალი რკინიგზით, რომელიც საქართველოს აკავშირებს თურქეთთან", -განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ მთავრობა ამ საკითხს ყურადღებით უნდა მოეკიდოს.
მასალის გამოყენების პირობები