,ქართული სახელმწიფოს ნგრევაზე ხმას ამოვიღებ", _განაცხადა პრეზიდენტმა დევნილებთან და სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვედრისას და ვაჰაგან ჩახალიანის გათავისუფლება კიდევ ერთხელ გააპროტესტა.
,,მთელი ეს წლები ყოველგვარი ხმაურის გარეშე, ვაშენებდით ქართულ სახელმწიფოს და ამ თემაზე არავის არ ვაწუხებდით, მაგრამ ნება მიბოძეთ, ნება დამრთეთ და არ გეწყინოთ თუ ანგრევთ ქართულ სახელმწიფოს ამაზე ხმას ამოვიღებთ. როცა ვაშენებდი მაშინ არავის არ ვაწუხებდი და ხმას არ ვიღებდი, ანგრევთ? მაშინ ხმას ამოვიღებ", _განაცხადა სააკაშვილმა და მისი ხელისუფლების დროს განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.