გურიის სამხარეო პოლიციის უფროსმა, ზაზა პეტრიაშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შსს პრესსამსახურში ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ პეტრიაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვ ადა ამჟამად კადრების განყოფილებაში აგრძელებს მუშაობას.
შეგახსენებთ, რომ 1969 წელს დაბადებული ზაზა პეტრიაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ნდობით აღჭურვილი პირი და მისი გუნდის წევრია, და მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის ახლო ნათესავია.