,,ირაკლი ალასანია კოალიციის დატოვებას არ აპირებს", _განაცხადა ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ამოცანა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა.
,,ჩვენი ამოცანაა, რომ ნატოს წევრი გავხდეთ და ჯიუტად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლით ამ გზაზე, რომელიც საკმაოდ რთულია", _განაცხადა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ კოალიციაში არანაირი განხეთქილება არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ ვრცელდება ინფორმაცია ,,თავისუფალი დემოკრატების" კოალიცია ,,ქართული ოცნების" დატოვების შესახებ.