ხვალ, 23 ოქტომბერს, სეპარატისტულ აფხაზეთში აფხაზეთის უხუცესთა საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართება. ეს ინფორმაცია აფხაზეთის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარემ კონსტანტინე ოზგანმა გაავრცელა.
"აღნიშნული უხუცესთა საბჭოს გაფართოებული სხდომა მიეძღვნება აფხაზეთის რესპუბლიკის უხუცესთა საბჭოს როლს აფხაზი ხალხის მიერ მორალურ-ეთიკური ნორმების შენარჩუნება-გამოყენებას დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში", _ განაცხადა ოზგანმა.