მსოფლიო ბაზარზე ჩაის ფასის დასცემის შემდეგ, ბაზრის მსხვილმა მოთამაშეებმა გადაწყვიტეს ჩაის საერთაშორისო მწარმოებელთა ფორუმი შექმნან. ფორუმი იქნება ისეთი როგორც თავის დროზე შეიქმნა - OPEC (Organisation of Petroleum Exporting Countries) და ICO (International Coffee Organization). ექსპერტთა ვარაუდით, აღნიშნუილი გაერთიანების შემდეგ ჩაის ფასი აუცილებლად მოიმატებს. ჩაის მწარმოებელ ექვს ქვეყანას შორის მჭიდრო კონსულტაციები უკვე შედგა და გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში ჩაის მწარმოებელთა გაერთიანება International Tea Producers' Forum-ი (ITPF) შეიქმნება, რომლის შტაბ-ბინაც კოლომბოში იქნება განლაგებული.
უკვე ცნობილია, რომ ფორუმის წევრები გახდებიან შრი-ლანკა, ინდოეთი, კენია, ინდონეზია, მალავი და რუანდა.