კვირის ბოლო სავაჭრო სესიის მიხედვით, Exxon Mobil-ი პირველ პოზიციაზე დაწინაურდა და აქამდე ყველაზე ძვირადღირებული კომპანიად წოდებული Apple-ი უკან ჩამოიტოვა.
Apple-ის აქციების ფასი 2,4%-ით დაეცა, რაც 2008 წლის შემდეგ აქციების ყველაზე დიდი გაუფასურებაა.
სავაჭრო სესიის დასრულების შემდეგ, Apple კაპიტალი 413 მლრდ დოლარით განისაზღვრა, მაშინ როდესაც Exxon Mobil-ის ფასმა 418,2 მლრდ დოლარი შეადგინა.
ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ ფინანსური კვარტლის დასრულების შემდეგ Apple-ის მოგებამ 13,1 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც თავის მხრივ ახალი iPhone-სა და iPad-ის გამოშვებას უკავშირდება.