ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი აფხაზებისა და ოსების "მხარეებად" აღიარებას აბსოლუტურად შესაძლებლად მიიჩნევს და სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენისათვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ არის საკითხები რაზედაც კომპრომისის მიღწევა შესაძლებელია.
" ამის გაკეთება აბსოლუტურად შესაძლებელია თუკი არ იქნება საუბარი რაიმე საერთაშორისო სამართლის სუბიექტზე. ეს პოზიცია 2008 წლის ომამდე ძალიან კარგად მუშაობდა. ეს იყო ფორმატი, როდესაც ქართველები-აფხაზები, ქართველები და ოსები ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ და როგორც მხარეები ხელს აწერდნენ საკმაოდ წარმატებულ მოლაპარაკებების ოქმებს. შედეგიც სახეზე იყო, 2006 წლისათვის მიმდინარეობდა სამშვიდობო პროცესი, შეიქმნა საგზაო რუკა, რომელსაც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა უჭერდა მხარს როგორც პოლიტიკურად ასევე ფინანსურად საკმაოდ მნიშვნელოვან და თვალსაჩინო შედეგებს აჩვენებდა", _ აცხადებს ვოლსკი და აღნიშმავს, რომ "საერთაშორისო სამართლის სუბიექტზე ლაპარაკი არ არის და მხარეების დონეზე ჩვენ ყოველთვის ვლაპარაკობდით აფხაზებთანაც და ოსებთანაც და კიდევ ვიმეორებ, წარმატებული მოლაპარაკებები გვქონდა".