. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა თევზის ფალსიფიკაციის ფაქტზე კომპანია "ჰერმესის" დირექტორი და ტექნოლოგი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, თამაზ მგალობლიშვილი და შალვა ნერუაშვილი პროდუქციას კუსტარულად ამზადებდნენ, რა დროსაც დარღვეული იყო ყველა სანიტარული ნორმა.
დაკავებულები 15-მდე დასახელების თევზის ფალსიფიკაციას ახდენდნენ. შესაბამისი შემოწმების შედეგად უკვე დადგენილია, რომ პროდუქცია, რომელსაც "ჰერმესი" აწარმოებდა, ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათოა.
სარეალიზაციაო ქსელიდან მოწამლული პროდუქცია უკვე ამოღებულია.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს თავისუფლების 8 წლამდე აღკვეთა ემუქრება.