2012 წელს აჭარaში პრივატიზაციიდან შემოსულმა თანხამ 9 მლნ 229 ათას 370 ლარი შეადგინა. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, 2012 წელს სამინისტრომ 67 ობიექტი გაყიდა, საიდანაც 12 ობიექტი პირობებიან აუქციონზე, 14 ობიექტი კი უპირობი აუქციონის მეშვეობით გასხვისდა. ხოლო რაც შეეხება დარჩენილ 41 ობიექტს ის ინვესტორს პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა. სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წელს პირობებიან აუქციონზე ყველაზე ძვირად ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში მდებარე 3032,72 კვმ შენობა-ნაგებობა და მასზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი გაიყიდა. ობიექტში პირობებიან აუქციონზე კომპანია „TECHNO SERVICE"-მა 486 ათასი ლარი გადაიხადა. „TECHNO SERVICE"-მა კი ვალდებულება აიღო, რომ 2013 წლის 20 დეკემბრამდე შექმნას და აამოქმედოს საწარმო, საწარმოს ამოქმედებიდან მომდევნო 2 წლის განმავლობაში დაასაქმოს არანაკლებ საქართველოს 50 მოქალაქე. ვალდებულების მიხედვით, ინვესტორი საწარმო შექმნისთვის არანაკლებ 1 300 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ასევე საკმოდ მსხვილი ტანხა შევიდა ბიუჯეტში ''აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიის ცენტრის'' გასხვისებიდა, რომელიც კერძო პირმა 463 ათას 500 ლარად შეიძინა.
პირობებიანი აუქციონის მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია არაუგვიანეს 2013 წლის 20 დეკემბრამდე უზრუნველყოს შპს ''აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიის ცენტრის'' რეაბილიტაცია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანებართვო/სალიცენზიო პირობებისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;
ასევე პროფილის შენარჩუნების ვადაში უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო და ადგილობრივ პროგრამებში მონაწილეობია მიღება;