"ვიდრე რაიმე ხელშეკრულებას ხელი არ მოეწერება, აფხაზებისა და ოსების რიტორიკის დონეზე მხარეებად მოხსენიება ეს სრულიად უწყინარი და არაფრის მომტანი ტერმინია", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი იმ საფრთხეების კომენტირებისას, რომელიც სეპარატისტებისათვის "მხარის სტატუსის" მინიჭებაზე დათანხმებას შეიძლება მოყვეს.
"მიმაჩნია, რომ არ არის მიუღებელი, თუ აფხაზებსა და ოსებს რიტორიკის დონეზე მხარეებად მოვიხსენიებთ. ვიდრე რაიმე ხელშეკრულებას ხელი არ მოეწერება, ეს სრულიად უწყინარი და არაფრის მომტანი ტერმინია.
მთავარი იქნება დოკუმენტი, რომელსაც თემის მნიშვნელობისა და საქართველოსა ხელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება, ხელი მოეწეროს, როგორც მხარეებს შორის ხელშეკრულებას ან შეთანხმებას", _ აცხადებს მინისტრი სააგენტოსთან საუბარში.