შეძლებს თუ არა კოალიცია მმათველ პოლიტიკურ ძალად დარჩენას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, - აცხადებს "ამრიკის ხმასთან" ინტერვიუში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე კორი ველტი.
მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც მათ არა მხოლოდ დასავლთთან ურთიერთობაში არამედ ზოგადად წარმატებული მმართველობისთვის სჭირდებათ, კოალიციის ერთობაა.
"ფრაგმენტაციის გარვეული ნიშნები არსებობს და თუ მოძრაობა დაიშალა, მაშინ აბსოლუტურად განსხვავებულ პოლიტიკურ რეალობაში აღმოვჩნდებით, რომელიც განაპორობებშ შიდა პოლიტიკურ ვითარებას და ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას. კიდევ ერთი სირთულე იმ მოლოდინების დაბალანსებაა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმუშაოს მთავრობამ და როგორი რეაგირება უნდა გააკეთოს მოსახლეობის მოთხოვნებზე", - აცხადებს კორი ველტი.