ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება იგეგმება.პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია სასაფლაოს ტერიტორიის კაპიტალური შემოღობვა, ახალი ჭიშკრების მონტაჟი, ასევე, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის მოწესრიგების მიზნით, სამი კაპიტალური საყვავილე ობიექტის მოწყობა და სხვა სამუშაოები.
პროექტის განხორციელებისთვის ქალაქის ბიუჯეტში 295 ათასი ლარია გათვალისწინებული. სამუშაოების შემსრულებელი კომპანია თებერვლის შუა რიცხვებში, ტენდერის საშუალებით გამოვლინდება.
მასალის გამოყენების პირობები