საქართველოს-პრემიერ მინისტრი ამბობს იგივეს, რასაც ჩვენი არაკეთილმოსურნე, რუსეთი, ჩვენი მტერი, - ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვეულებრივ, როცა ადამიანი დავოსში ჩადის, ეს არის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ის წარმოადგენს თავის ქვეყანას, უყვება, რა კარგია თავის ქვეყანა, რათა იქ ინვესტიციები ჩაიდოს. დღეს პრემიერ-მინისტრმა ამაყად განაცხადა, თუ როგორ მოუყვა ის განცხადება, რომ საქართველო მსოფლიო რეიტინგებში არის მე-9 ადგილზე მაშინ, როდესაც რუსეთი 139-ე ადგილზეა, არის ტყუილი და სააკაშვილის მიერ ხელოვნურად მოგონილი. ამას ის ამბობს დიდი ღიმილით და ბედნიერად, რომ მსოფლიოს სიმართლე შეატყობინა. მას მსოფლიო ინვესტორებს შეატყობინა, რომ როგორ მოვატყუეთ ჩვენ მსოფლიო, რომ საქართველოში კარგი პირობებია, რომ ქვეყნის ეკონომიკა უნდა განვითარდეს, სამუშაო ადგილები შეიქმნას, ხალხს ხელი უნდა გაუმართო, რომ ფული უნდა შემოვიდეს, რომ ტურიზმი, მშენებლობა უნდა განვითარდეს, ახალი ობიქტები უნდა გაჩნდეს, რომ ამას ყველაფერს საფუძველი არ ჰქონია. ქვეყნის მთავრობის ლიდერი საზღვარგარეთ უნდა დაიდიოდეს და ამას ჰყვებოდეს?! ეს უნდა იყოს გზავნილი მსოფლიო ინვესტორებისთვის, რომ ეს ყველაფერი ბლეფია და შესაბამისად, დასკვნა უნდა გაკეთდეს, რომ ამ ქვეყანაში ფულის ჩადებას აზრი არ აქვს?! ეს დასკვნა იქნება ბუნებრივია, როდესაც ინვესტორებს ამას ეუბნები. მე ალბათ, ამ ქვეყნად არაფერი აღარ მესმის. მთელი ეს წლები ვაშენებდით იმას, რომ საქართველო მიზიდველი გაგვეხადა და ჩვენი მტრის ინტერესი იყო ეჩვენებინა, რომ საქართველო არასტაბილური ქვეყანა, პიარზე და ტყუილაზე აგებულია, ახლა საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუბრობს იმავეს, რასაც მთელი ეს წლები რუსეთი ამბობდა და თანაც რუსების მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე. მინდა, რომ ქართველმა ხალხმა გამოიღვიძოს და დასკვენები გააკეთოს. დროა, უკვე, ჩვენ როგორც საზოგადოებამ, ჩვენი შეფასებები გავაკეთოთ, ვიდრე ეს გვიან არ იქნება", - განაცხადა სააკაშვილმა.