პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს რეზოლუციას საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ არასწორი ინფორმირებულობით ხსნის. როგორც ჟურნალისტებთან პრემიერმა განმარტა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ კიდევ ახერხებენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ არასწორი ინფორმაციის გატანას.
,,რას ხედავთ აგრესიულს ჩემს განცხადებაში? დამისვეს შეკითხვა, რომ არაკორექტულია, ,,მეცხრე არხთან" ივანიშვილის კავშირი და კარგი გამოსავალი მქონდა ნანახი, ჟურნალისტებთან ქუჩაში რომ არ დარჩენილიყვნენ მთელი აპარატურა რაც ,,მეცხრე არხში" არსებობდა ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს" ვჩუქნიდი რა იყო ამაში აგრესიული ვერ გამიგია. საქართველოში რაც ხდება გასაგებია ისევ სიცრუის გატანას ახერხებენ და, სამწუხაროა, რომ ევროსაბჭოში შეიტანეს ეს სიცრუე", -განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ კიდევ ახერხებენ ევროპელების მოტყუებას, იღონდ მცირე დოზით.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ევროსაბჭოს სპეციალურო რეზოლუციაში ორი თავი ეძღვნება. დოკუმენტში, რომელიც ასახავს ევროპაში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებას, ასახულია ის ბოლო პროცესები, რომელიც არჩევნების შემდეგ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიწყო.