,,ბიძინა ივანიშვილი ინფორმირებული იყო რა საფრთხის მოტანა შეუძლია ვაჰაგან ჩახალიანს", -განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ივანე მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ჩახალიანი საქართველოსთვის საშიში ადამიანია.
,,გუშინ მალულად გაათავისუფლეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მჯდომი სიმბოლო ჩახალიანი. მინდა გიტხრათ, რომ ჩახალიანი არის ბოლო წლების ,,ჯავახური" სეპარატიზმის სულის ჩამდგმელი. იგი იყო ლიდერი 2003-2008 წლებში საქართველოს გაძლიერების, რუსული სამხედრო ძალების წინააღმდეგ მოძრაობის", _განაცხადა ჟურნალისტებთან ივანე მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ მის გათავისუფლების შესახებ ივანიშვილი ინფორმირებული იყო.
,,საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირადად ინფორმირებული მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბჭოსგან თუ ვინ არის ჩახალიანი, რა აქვს გაკეთებული და არა ზიანი მოუტანა და რა ზიანის მოტანა შეუძლია საქართველოსთვის', -განაცხადა მერაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჩახალიანი ამნისტიის შედეგად გუშინ გათავისუფლდა.