,,ცეზარ ჩოჩელი ერთ-ერთი ყველაზე პატრიოტი ადამიანია", -განაცხადა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ივანე მერაბიშვილმა მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის დაკავების კომეტირებისას
" ცეზარ ჩოჩელი ეხმარებოდა საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილი და დაღუპული ადამიანების ოჯახებს. რეალური დამხმარე და პატრონი იყო ახალგორიდან დევნილი ჩვენი თანამოქალაქეების", - განაცხადა ჟურნალისტებთან მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ჩოჩელის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდება სასაცილოა.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა ცეზარ ჩოჩელი გუშინ დააკავეს.