ევროასაბჭოს რეზოლუციაში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართულებით მცირე უზუსტობებია, -აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.
,,საზოგადოებრივ მაუწყებლის მუშაობას ერთი წუთითაც ხელი არ შეშლია, არცერთი გადაცემა არ შეფერხებულა. საზოგადოებრივ მაუწყებელში შემოწმება დღესაც გრძელდება და ვერ ვიტყვი რომ აქ საზოგადოებისთვის რაიმე მიუღებელი ხდება. ევროკავშირის რეზოლუციაში ამ მიმართულებით მცირე უზუსტობებია", _განაცხადა ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ევრსაბჭოს სპეციალური რეზოლუციაში ორი თავი ეძღვნება დოკუმენტში, რომელიც ასახავს ევროპაში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებას, ასახულია ის ბოლო პროცესები, რომელიც არჩევნების შემდეგ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიწყო.