დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2012 წელს 3242 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2011 წელთან შედარებით 18 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტმა 1246 მლნ. აშშ დოლარს (18 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა - 1997 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (3 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 32 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 52 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი. (2011 წელს - შესაბამისად 32, 48 და 28 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 14 პროცენტი (2011 წელს - 18 პროცენტი). 2012 წელს, წინა წელთან შედარებით, აღნიშნულ ქვეყნებთან უარყოფითი სავაჭრო სალდო 16 პროცენტით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ "საქსტატის" ინფორმაციით, 2012 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 10220 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 11 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 2377 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 7842 მლნ. აშშ დოლარს (11 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წელს 5465 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.