დღეს, 25 იანვარს 11:00 საათზე აჭარის არ მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგის მიხედვით 21 საკითხი განიხილება.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების შესახებ ისაუბრებს. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი 2013 წლის პროგრამების ხელშეწყობაზე გაამახვილებს ყურადღებას. სხვადასხვა სოციალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე ისაუბრებენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იოსებ აბულაძე.
მთავრობის სხდომაზე განიხილავენ და დამტკიცდება აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების: გარმოს დაცვის სამმართველოს ღონისძიებები და აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტში დაგეგმილი ცვლილებები. ასევე ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის განვითარების და რეგიონის საგზაო-სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის და მოვლა-შენახვის საკითხები.