კოსტა-რიკის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღოს, რომ სოკოს წინააღმდეგ სწრაფი და გადამჭრელი ზომები მიიღოს, რომელიც ცენტრალურ ამერიკაში ყავის პლანტაციებს ანადგურებს.
კოსტა-რიკამ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად უკვე დახარჯა 4 მლნ დოლარი, რადგანაც სოკომ ყავის მოსავალს უკვე სერიოზული ზიანი მიაყენა. მავნებელი სოკოს გამო წელს ყავის მოსავალი 12 %-ით ნაკლები იქნება, ვიდრე წინასწარ ნავარაუდევი იყო.
ნიკარაგუას ყავის ასოციაციის პრეზიდენტმა ღიად მოუწოდა ყველას, რომ პრობლემის მოსაგვარებლად სერიოზული ზომები დროულად იქნეს მიღებული.
სალვადორსა და გვატამალაშიც განმარტავენ, რომ მათ ყავის პლატნაციებსაც ანალოგიური პრობლემები აქვთ.
შესაბამისად თუ კი პეპელა დროულად არ იქნება „დამარცხებული" მაშინ ყავის მოსავალი სერიოზულად შემცირდება, რაც თავის მხრივ ყავის ფასზეც აისახება და გაძვირდება.