ბათუმის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის ვინაობა, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გახდება ცნობილი. გიორგი კირთაძის ადგილმონაცვლის არჩევა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გადაწყდება. თვითმმართველობას სხდომის დანიშვნის მოთხოვნით თორმეტმა დეპუტატმა უკვე მიმართა, რომლებიც საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი ჩავლეიშვილის არჩევას ითხოვენ. რაც შეეხება ბათუმის მერს, კულუარებში ჯემალ ანანიძის შემცვლელად ზურაბ პატარა უკვე სახელდება. ბათუმის მერის კანდიდატურად განიხილებოდა ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი სულხან ღლონტიც.