სააგენტო Bloomberg-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ასი ადამიანის რეიტინგი გამოაქვეყნა. მასში სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის, 37 ამერიკელი, 12 რუსი, 8 გერმანელი, 4 ფრანგი და მხოლოდ ერთი ჩინელი მოხვდნენ. პირველი ორი ადგილი, მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის, კვლავ მექსიკელმა კარლოს სლიმმა და ამერიკელმა ბილ გეითსმა დაიკავეს.
Bloomberg-ის რეიტინგი 2012 წლიდან ყოველდღიურად დგებოდა, თუმცა, 2013 წლის 23 იანვარს, სააგენტომ მისი რედიზაინი განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაცია საგენტომ თავის „ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნა. აღსანიშნავია, რომ „ფორბსიც" 2012 წლიდან მდიდარი ადამიანების რეიტინგს ყოველდღიურად აკვირდება. ამ გამოცემის ჟურნალისტებს, ყველაზე მცირე ცვლილებებიც კი აინტერესებთ, მილიარდერების მდგომარეობაში დღის განმავლობაში.