კოკი იონათამიშვილი პროკურატურაში ტარიელ ხიზანეიშვილის დაბარებას პოლიტიკურ დევნად აფასებს, _აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარემ კოკი იონათამიშვილმა განაცხადა, რომელიც პროკურატურასთან იმყოფება.
,,ჩვენ ამას ვაფასებთ, როგორც პოლიტიკურ დევნას, ზეწოლას, რომელსაც მმართველი გუნდი, სამწუხაროდ, ახორციელებს და იმედს გამოვთქვამ, რომ პროკურატურაში ინფორმაციის მიღება, თუ დაკითხვა კორექტულ გარემოში ჩატარდება", -განაცხადა ჟურნალისტებთან კოკი იონათამიშვილმა და აღნიშნა, რომ ტარიელ ხიზანეიშვვილი ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალია.
,,ტარიელ ხიზანეიშვვილი ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი ადამიანია. შესაძლოა, საზოგადოების დიდი ნაწილი არ იცნობს, მაგრამ სწორედ ამ ადამიანს მის კოლეგებთან ერთად უკავშირდება იმ წარმატებული სამსახურების საქმიანობა, რომელსაც ყველა თბილისელი ასე შევეჩვიეთ. ეს არის, როგორც დასუფთავების, ისე კეთილმოწყობის სამსახურები. მე ნამდვილად ვამაყობ, რომ მყავს ასეთი მეგობარი როგორიც არის ტარიელ ხიზანეიშვილი", -განაცხადა იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილის ვიცე-მერი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.