,,ირაკლი ალასანიამ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით აზრი მკითხა", - განაცხადა ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკინამა ირაკლი ალასანიას უფლებამოსილების შეწყვეტის შეფასებისას და აღნიშნა, რომ ,,თავისუფალ დემოკრატებში" გამართულ კონსულტაციებს საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით არ დაესწრებია.
,,პარტიის იმ სხდომას, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატის საკითხი იყო განხილული არ ვესწრებოდი. თუმცა ირაკლი ალასანიამ ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი მკითხა და ვუპასუხე, რომ თუ ის კოალიციის ერთიანი კანდიდატი იქნებოდა და შეთანხმებული იქნებოდა ბიძინა ივანიშვილთან რატომაც არა, მაგრამ იყო თუ არა ეს შეთანხმებული ბიძინა ივანიშვილთან ჩემთვის უცნობია. რა ტიპის აზრთა გაცვლა-გამოცვლა შედგა თვითონ ,,თავისუფალ დემოკრატებში" იმ კონკრეტულ შეხვედრებზე არ ვიცი, რადგან არცერთ მათგანს არ ვესწრებოდი", _განაცხადა წულუკიანმა
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება შუწყვიტა. პრემიერის ბრძანება მტავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის წევრს ირაკლი ალასანიას შეუწყდეს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება", - ნათქვამია ბრძანებაში.