,,ის, რომ ირაკლი ალასანია ვიცე-პრემიერი არ არის არ ნიშნავს, რომ მუშაობას აღარ აგრძელებს", -განაცხადა ჟურნალისტებთან სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ირაკლი ალასანიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ალასანია მთავრობის წარმატებული წევრია.
,,ის, რომ ირაკლი ალასანია ვიცე-პრემიერი არ არის არ ნიშნავს, რომ მუშაობას აღარ აგრძელებს. პირიქით ის არის საქართველოს მთავრობის წარმატებული წევრი", -განაცხადა სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ კოალიცია საპრეზიდენტო კანდიდატს ერთობლივი კონსულტაციების შედეგად დაასახელებს.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება შეუწყვიტა.