საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი საქართველოს მმართველობის მოდელთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. როგორც ზურაბიშვილის ,,ფეისბუკის" გვერდზე წერს საპარლამენტო რესპუბლიკა მაინც და მაინც საქართველოსთვის ყველაზე გამართლებულ და აუცილებელი რეჟიმად არ მიაჩნია.
,,საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო .....თუ სხვა? ვთვლი და ყოველთვის ვთვლიდი რომ საპარლამენტო რესპუბლიკა მაინც და მაინც საქართველოსთვის ყველაზე გამართლებულ და აუცილებელი რეჟიმად არ მიმაჩნია .... სამწუხაროდ, საქართველოში ამ საკითხზე არასოდეს ყოფილა სერიოზულ მსჯელობის საგანი. არც ყოფილა ხალხისთვის ახსნილი თუ რას გულისხმობს საპარლამენტო რეჟიმი, რა სიკეთის მომტანია ან რა უარყოფითი ხასიათის მატარებელი საპრეზიდენტო რეჟიმი ...ჩვენ ვმჯელობთ საპრეზიდენტოზე სააკაშვილის მაგალითით (რაც იყო სინამდვილეში სხვა არაფერი და საბჭოთა ტიპის დიქტატურა და არა ჭეშმარიტი საპრეზიდენტო წყობა) და საპარლამენტოზე რაღაც მიღებულ კლიშეებით ან კიდევ მითიური პირველი რესპუბლიკის მითით...მაგრამ ცოტამ იცის თუ რა მახინჯ ფორმებს იღებს ზოგჯერ საპარლამენტო წყობა, როცა არც ძლიერი პარტიები არ არსებობენ და არც ჭლიერი სამოქალქაო ინსტიტუტები და პარტიულ შეჯახების არეალი ხდება ქვეყანა. სხვაა ინგლისის მაგალითი სადაც ძლიერი პარტიები და დემოკრატიული ინსტიტუტები არსებობენ და უძველესი საპარლამენტო ტრადცია ... საპარლამენტო რეჟიმს ზოგ პარტიები მხარს უჭერენ არა სერიოზულ ქართული კონსტიტუციური ისტორიის და ტრადიციების საფუძველზე არამედ იმიტომ რომ ისეთი პოპულარობით აღჭურვილი ლიდერი არა ყავთ რომელიც საპრეზიდენტოში გამარჯვების იმედს აძლევდეს.... სხცვები კი საპრეზიდენტოს უჭერენ მხარს იმიტომ რომ თვლიან რომ შანსი მათ გააჩნიათ!!! ამ დროს ჯერ არ ყოფილა სერიოზული განხილვა იმისი თუ საქართველოსთვის რომელი წყობა მის შინაგან კულტურულ და მენტალურ მოთხვნებს უკეთ დააკმაყოფილებს... ეს სერიოზული საკითხია და ვერ გადაწყდება იმით თუ ვინ ფიქრობს რომელი ერთი ვარიანტი უფრო მომგებიანია... საქართველო როგორც - როგორც ტიპიური "მონარქიის ტრადიციის მქომე " ქვეყანა - მუდმივად ეძებს თავის "მეფეს" და სამწუხაროდ ამ ძიებაში ზოგჯერ თავის სულს კარგავს და წოგჯერ კი ამ მეფის მოლოდინში ბევრ შეცდომებს უშვებს ... ამიტომ ამ საკითხს სჭირდება კარგად მოფიქრება . საჯარო განხილვა მშვიდი და არა პარტიების ამბიციებზე დაყრდნობილი ..... ერთხელ ჩვენს თანამედროვე ისტორიაში კარგი იქნებოდა თუ არ ავჩქარდებოდით, გავაანალიზებდით დადებით და უარყოფითი მხარეებს ორივე წყობის (და მათ შუალედურ ვარიანტებსაც) და არა პიროვნულად არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გადავწყვეტდით თუ რა გვინდა ... არა იმის მიხედვით გრიშას აწყობს თუ მიშას !!! ", _წერს ,,ფეისბუის" გვერდზე სალომე ზურაბიშვილი.