აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძაანებას ავტომობილებზე დაწესებული ტარიფების შესამსუბუქებლად. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
ტრამპის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ეს ზომები შეამსუბუქებს ზოგიერთ საიმპორტო გადასახადს უცხოურ ნაწილებზე აშშ-ში წარმოებული მანქანებისთვის.
„პრეზიდენტი დღეს, მოგვიანებით გამოსცემს აღმასრულებელ განკარგულებას საავტომობილო ტარიფებზე და ჩვენ გამოვაქვეყნებთ მას, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ“, – განაცხადა ლევიტმა ხაზინის მდივან სკოტ ბესენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
ამჟამად აშშ-ში ავტომანქანების, ასევე ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტრამპის მიერ დაწესებული 25%-იანი ტარიფი მოქმედებს.