სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ქართულ-რუსული დელეგაციების არაოფიციალური შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე პუშკოვი დაესწრება
,,ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობას არ ვანიჭებ, მაგრამ საპარლამენტო განზომილებიდან გამომდინარე შეხვედრის პირველი ნაბიჯი საინტერესო უნდა იყოს", -განაცხადა ჟურნალისტებთან თედო ჯაფარიძემ დაგეგმილი შეხვედრის კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის შეხვედრა არაოფიციალურია და იგი დღეს გაიმართება.