USAID-ი და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ერთობლივი პროექტის განხორციელებას იწყებენ.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, დღეს, 24 იანვარს, 15:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" (დარბაზი „ივერია") ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი საქართველოში სტეფან ჰეიკინი
„საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის მოდელისა და ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმის (GEMM 2015) განხორციელების შესახებ" პროექტის ინიცირების შეთანხმებას მოაწერენ ხელს.