საქართველოს პატრიარქის რუსეთში ვიზიტი შეიძლება განიხილებოდეს არა მხოლოდ როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული სიტუაციის სიბრტყეში არამედ თავად საქართველოში არსებული სიტუაციის სიბრტყეში. განცხადება ამის შესახებ ცენტრალური აზიისა და კავკასიის შესწავლის ცენტრის კოორდინატორმა ექსპერტმა ალექსანდრე სკაკოვმა გააკეთა.
მისივე თქმით, არ არის საჭირო საქართველოს პატრიარქის სამშვიდობო განწყობის გადაფასება. "უნდა გვახსოვდეს მისი როლი 90-იან წლებში მომხდარი ქართულ - ოსური და ქართულ -აფხაზური კონფლიქტების დროს.
მაგრამ, როგორც ჩანს ადამიანები იცვლებიან და ამჟამად მისი განწყობა უფრო სამშვიდობოა. აქ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებული ორხელისუფლებიანობის სიტუაციაში იგი ცდილობს არა მხოლოდ არბიტრის როლის შესრულებას, არამედ მიიღოს სტატუსი საქართველოში ხელისუფლების მესამე ცენტრისა. ეს კი სრულიად შესაძლებელია თუ გავითვალისწინებთ მართლმადიდებლობის მაღალ მდგომარეობას საქართველოში.
ანუ ერთის მხრივ ის ცდილობს მიიღოს შუამავლის როლი რუსეთსა და საქართველოს შორის არსებულ კონფლიქტში და ასევე სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის არსებულ კონფლიქტში და მეორეს მხრივ ცდილობს მიიღოს ის უფლებამოსილება და შესაძლებელობები, რომლებიც მას ადრე არ ჰქონდა", _ აცხადებს ექსპერტი.
რაც შეეხება სიტუციას თავად საქართველოში სკაკოვის აზრით, გაზაფხულისათვის ან გაზაფხულის დასაწყისისათვის იქ მრავალი რამ შეიცვლება.
"მიმაჩნია, რომ ახალი და ძველი ხელისუფლება ერთად გაზაფხულამდე ვერ თანაიარსებებს. ხოლო რაც შეეხება რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს მიმაჩნია, რომ ისინი წინ წაიწევს ჰუმანიტარულ საკითხებში. ვგულისხმობ ქართული საქონლის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას, სავიზო რეჟიმის გამარტივებას და კორექტივებს ზოგ ქართულ კანონში", _ აცხადებს სკაკნოვი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სხვა დანარჩენ საკითხებში, მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხში წინ წაწევა მოსალოდნელი არ არის.