,,ივანიშვილმა ალასანიასა და დანარჩენებსაც დაანახა, რომ მის გარშემო პოლიტიკოსების ფუნქცია არ არის მასთან საუბარი", _განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი გაბაშვილმა ირაკლი ალასანიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის კომენტირებისას.
,,ბატონმა ალასანიამ განაცხადა, რომ პრემიერთან მძიმე საუბარი ჰქონდა გარკვეულ საკითხებზე რის შემდეგაც ცხადია, რომ პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა მას საკუთარი ადგილი მიუჩინა და კიდევ ერთხელ აუხსნა მასაც და დარჩენებს, რომ მის გარშემო პოლიტიკოსების ფუნქცია არ არის მასთან საუბარი და განხილვები, არამედ მისი ნებისა და გადაწყვეტილების უსიტყვო შესრულებაა", _ განაცხადა ჟურნალისტებთან გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება შუწყვიტა.