,,ირაკლი ალასანიას არ ეყო გამბედაობა, რომ საკუთარი აზრი, პოზიცია დაეფიქსირებინა", _განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, ირაკლი ალასანიასთვის ვიცე-პრემიერის უფლებამოსილების შეწყვეტის კომენტირებისას.
,,ბატონ ირაკლი ალასანიას არ ეყო გამბედაობა, რომ საკუთარი აზრი, პოზიცია დაეფიქსირებინა, როგორც გააკეთა ნიკა ვაშაკიძემ. ბატონი ალასანია თუ ფიქრობს, რომ ის თავდაცვის სისტემაში ჩაიკეტება და ამით პასუხისმგებლობას აიცილებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე, ეს მცდარი შეხედულებაა" _განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება შუწყვიტა. პრემიერის ბრძანება მტავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
""საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის წევრს ირაკლი ალასანიას შეუწყდეს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება", - ნათქვამია ბრძანებაში.