საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება სააკაშვილის პოლიტიკის მხარდაჭერას აგრძელებს. ასობით ამნისტირებულ პოლიტპატიმარს შორის კი არც ერთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქე არ არის. ეს განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავიდ სანაკოევმა გააკეთა.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ახალი არაფერი უთქვამს, - "იგივე რიტორიკა გავიგონეთ, რომელის საქართველოს ხელისუფლებისგან მთელი ამ წლების განმავლობაში გვესმოდა და რომლის კულმინაციაც 2008 წლის აგვისტოს აგრესია იყო". "საქართველოს პრეზიდენტმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს კვლავ "ოკუპირებული ტერიტორიები" უწოდა.
ამავდროულად, ჩვენ სინანულით ვადევნებთ თვალს, თუ როგორ აგრძელებს საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება სააკაშვილის პოლიტიკის მხარდაჭერას ვინაიდან ასობით ამნისტირებულ პოლიტპატიმარს შორის სამხრეთ ოსეთის არც ერთი მოქალაქე არ არის", _ აცხადებს სანაკოევი და აღნიშნავს, რომ ოსი სეპარატისტების გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან სეპარატისტებს ე.წ. თავიანთი პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ ეძლევათ.
"ასევე გაუგებრობას იწვევს ის ფაქტი, რომ მიუხედავად არაერთი მიმართვისა სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელებს არ ეძლევათ საშუალება თავად ჩამოაყალიბონ საკუთარი პოზიცია და იქ ცალმხრივად მხოლოდ საქართველოს პოზიცია ჟღერს", _ აცხადებს დავიდ სანაკოევი.
მასალის გამოყენების პირობები