,,ჩემი აზრით, ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქართული ჯარი დაემსგავსოს ჯარს", _განაცხადა ჟურნალისტებთან ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ირაკლი ალასანიას უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვის მინისტრი წარმატებას მიაღწევს.
,,ეს არის ბატონ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება. Bბატონ ირაკლის როგორც მოგეხსენებათ, აქვს ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა ის თავდაცვის მინისტრია. ჩემი აზრით, ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქართული ჯარი დაემსგავსოს ჯარს და ევროატლანტიკურ სივრცეში შევიდეთ. ამისთვის მას უფრო დიდი დრო ექნება და დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაართმევს თავს", _განაცხადა ჟურნალისტებთან კალაძემ, რომელიც არ ფლობს ინფორმაციას რა საკითხზე შედგა საუბარი ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ალასანიას შორის.