,,ალასანიას უფლებამოსილების შემცირება ბატონ ივანიშვილის ასი დღის პირველი მერცხალია", - განაცხადა ჟურნალისტებთან ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში სოსო ცინცაძემ ალასანიას უფლებამოსილების შემცირების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ახალი საკადრო პოლიტიკა დაიწყო.
,,ჩვენთან ვიცე-პრემიერის პოსტი უფრო პრესტიჟულია, ვიდრე ფუნქციური, ეს თანამდებობა უფრო პრემიერთან სიახლოვეზე მეტყველებს. Pპრემიერმა, როგორც ჩანს, საფუძველი ჰქონდა, რომ ალასანიასთან დისტანცირებაზე ეზრუნა. მთავარია, რომ ახალი საკადრო პოლიტიკა დაიწყო, ეს არის, ბატონ ივანიშვილის ასი დღის პირველი მერცხალი. Pპროცესი იწყება ირაკლი ალასანიათი, მაგრამ ალასანიათი არ დამთავრდება. ჩვენ კიდევ რამდენიმე მინისტრს ვნახავთ ნიჩაბზე დადებულს" _ განაცხადა სოსო ცინცაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება ჩამოართვა.