აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში რეორგანიზაცია იწყება. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, უწყებაში ეფექტური მართვის დანერგვის მიზნით, რეორგანიზაცია იგეგმება. უწყება მზად არის სათანამშრომლოდ პროფესიონალი კადრები მიიზიდოს. რეორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სამინისტროს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციის, გაძლიერებაა. სამინისტრო მოწოდებულია განახორციელოს ყველა საჭირო ცვლილება სტრუქტურის გამართული და გამჭვირვალე ფუნქციონირებისთვის. გარდა ამისა, სამინისტრო ამ გადაწყვეტილებით გეგმავს შეასრულოს საზოგადოების დაკვეთა და სახელმწიფო დაწესებულებაში ნოვატორულ ხედვასთან ერთად, მართვაში სიახლეებიც დანერგოს. სამინისტროს ინფორმაციით, რეორგანიზაციის დეტალები უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება
მასალის გამოყენების პირობები