თავდაცვის მინისტრისათვის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება მისთვის ვიცე-პრემიერის ფუნქციების ჩამოშორების თაობაზე მისაღებია. მისი თქმით, მთავრობის ხელმძღვანელმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც ყველასთვის მისაღებია.
,,პრემიერთან საუბარი ორი დღის წინ მქონდა. პრემიერმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, რადგან იმდენად მნიშვნელოვანია თავდაცვის სტრუქტურა და მიმართულება, რომ სხვა დამატებითი ფუნქციები ეს ეხება ვიცე-პრემიერის პოზიციის შეთავზება შეუძლებელია . ამ გადაწყვეტილებას მივესალმები და ჩემთვის ეს მისაღებია. აქედან გამომდინარე არ მინდა ვინმემ არასწორი დასკვნები გააკეთოს, რაიმე სიმულაციები. ეს იყო შიდა საუბარი მთავრობაში და ხელმძღვანელმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც ყველსთავის მისაღებია და ეს გადაწყვეტილება მისაღებია პირველ რიგში, ჩემთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის", _განაცხადა ირაკლი ალასანიამ და აღნიშნა, რომ კოალიციაში დაპირისპირება არ არსებობს.
მისივე თქმით, პრემიერსა და მას შორის შედგა სრულიად ჯანსაღი საუბარი, როგორიც უნდა იყოს ხელმძღვანელსა და მისი გუნდის წევრს შორის.
"მე მინდა ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი ამაზე საუბარს, არანაირი გაუგებრობა ჩემსა და პრემიერს შორის არ არის", - განაცხადა ალასანიამ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის მოვალეობა შეუწყდა. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბრძანება ალასანიასთვის საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულების შეწყვეტის შესახებ მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.