,,თავისუფალი დემოკრატების" დასუსტების ტენდენცია იკვეთება", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში ელენე ხოშტარიამ თავდაცვის მინისტრის უფლებამოსილების შემცირების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ,,თავისუფალი დემოკრატების" შესუსტება ქვეყნის საგრეო კურსზე, უარყოფითად აისახება.
,,ფაქტობრივად, ბატონმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ გარკვეული უთანხმოება არსებობს პრემიერთან საპრეზიდენტო კანდიდატსა და ქვეყნის საკონსტიტუციო მოწყობასთან დაკავშირებით. ერთადერთი რაც საგანგაშოა არის ტენდენცია ,,თავისუფალი დემოკრატების" დასუსტების, რაც უარყოფითად აისახება, პირველ რიგში, ქვეყნის საგრეო კურსზე, რადგან მთავრობაში ირაკლი ალასანია და მისი გუნდი დასავლური ინტეგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამიტომ ამ პარტიის დასუსტება ჩემთვის იქნება საგარეო პოლიტიკური კურსის თვალსაზრისით არასასიამოვნო და შემაშინებელი. მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა საგარეო საქმეთა მინისტრის უკვე ყოფილმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ თანამდებობა დატოვა საგრეო პოლიტიკის კურსთან დაკავშირებული პრობლემებიდან გამომდინარე", _განაცხადა სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ელენე ხოშტარიამ და აღნიშნა, რომ შესაძლოა ,,თავისუფალი დემოკრატების" შესუსტება ქვეყნის საგრეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას უკავშირდებოდეს.
,,მტკიცებით საუბარი იმაზე, რომ ქვეყანამ საგარეო კურსი შეიცვალა ძნელია, მაგრამ ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ რაც ბოლო დროს ხდება თუნდაც რუსეთის მხრიდან აქტიური საუბარი საქართველოს დსთ-ში დაბრუნების შესახებ, რკინიგზის თემის წამოწევა, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობაზე კითხვის ნიშნების გაჩენა, პრემიერის მიერ სომხეთში გაკეთებული აბსოლუტურად მიუღებელი, გაუგებარი განცხადება, ნიკოლოზ ვაშკიძის საგარეო საქმეთა სამინისტროდან წამოსვლა და ირაკლი ალასანიასთვის უფლებამოსილების შემცირება მიქმნის გარკვეულ საფუძველს ქვეყნის საგრეო კურსის შეცვლასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, მთავრობის მხრიდან ამ საკითხს სერიოზული განმარტება სჭირდება, რომელიც ამ ეტაპამდე არ მომისმენია", _განაცხადა ხოშტარიამ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ Bბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება შეუწყვიტა.