უმსხვილესი ინტერნეტ-საძიებო სისტემის, „გუგლის" წლიურმა შემოსავალმა 50 მილიარდ დოლარს მიაღწია. კორპორაციისთვის ეს პირველია ისტორიაში, როცა კომპანიის შემოსავალმა ასეთ თანხას მიაღწია. სააგენტო „ფრანსპრესის" ცნობით, რომელიც ინტერნეტ-გიგანტის კვარტალურ ანგარიშს ეყრდნობა, კომპანიის წლიურმა შემოსავალმა 50,2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც 32 პროცენტით მეტია, ვიდრე 2011 წელს.
კომპანიის ფინანსური მაჩვენებლის ზრდა ამერიკის შეერთებული შტატების მობილურ და ინტერნეტ-რეკლამის ბაზარზე მაჩვენებლების დაცემის ფონზე მოხდა. ამ სეგმენტზე „გუგლი" დომინირებს, რომელიც მისი შემოსავლების 41 პროცენტს მოიცავს. 2012 წელს „გუგლმა" კორპორაციის ისტორიაში ყველაზე მსხვილი შესყიდვაც განახორციელა, როცა 12,5 მილიარდ დოლარად კომპანია Motorola Mobility იყიდა.
მასალის გამოყენების პირობები