,,ბატონმა ბიძინამ, ალბათ ასე ჩათვალა საჭიროდ", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ პრემიერის მიერ ირაკლი ალასანიასთვის ვიცე-პრემიერის უფლებამოსილების ჩამორთმევის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ამის შესახებ საინფორმაციო საშუალებებიდან შეიტყო.
,,თუ ეს მართალია და ასეა, თავად ბატონი ბიძინა გააკეთებს განმარტებას. თავიდან ბოლომდე ეს საკითხი მისი გადაწყვეტილება და მისი უფლებამოსილებაა. ალბათ საჭიროდ ჩათვალა და ამიტომაც გააკეთა”, _განაცხადა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება შუწყვიტა. პრემიერის ბრძანება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის წევრს ირაკლი ალასანიას შეუწყდეს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება", - ნათქვამია ბრძანებაში.