"დავოსის ფორუმზე, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკური მომავალი დამოკიდებული არ არის, _ განცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში დემურ გიორხელიძემ დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიოს შეხვედრებში მონაწილეობა აუცილებელია.
,,მსოფლიოს ნომერ პირველ ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა აუცილებელია, რადგან იქ მსოფლიო ბიზნეს-ელიტა და პოლიტიკოსები იკრიბებიან. ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრი ფორუმზე კონსტრუქციულ წინადადებებსა და დამაჯერებელ ინფორმაციას მიაწვდის ადამიანებს, რომლებიც საქართველოში სერიოზულ ინვესტიციებს განახორციელონ. დავოსის ფორუმზე, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკური მომავალი დამოკიდებული არ არის, მაგრამ დადებითი მაჩვენებელი რაც დავოსის ფორუმისგან შეიძლება მივიღოთ უნდა ავითვისოთ", -განაცხადა სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დემურ გიორხელიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 23 იანვარს, დავოსის ეკონომიკური ფორუმი ოფიციალურად გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიღებს.
დაანონსებულ დიდი საინვესტიციო ფონდში კაპიტალის ჩადებაზე ინვესტორების დარწმუნებას პრემიერ-მინისტრი დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეეცდება.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აცხადებს, საქართველო შეეხდება უცხოელი ინვესტორებისა და საინვესტიციო ფონდების წარმომადგენელთა დაინტერესებას.
„დავოსში, ინვესტორებთან, უფრო კონკრეტულად კი საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებთან, ოფიციალურ შეხვედრებთან ერთად დაგეგმილია არაფორმალური შეხვედრებიც. ჩვენ ჩვენის მხრიდან გვექნება შეთავაზებები იმ კერძო საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებით, რომლის შექმნაც უკვე დაანონოსებულია. ამ მიმართულებით გვექნება შეთავაზებები, რათა ინსტიტუციონალური ინვესტორები შემოვიყვანოთ ჩვენ საინვესტიციო ფონდში. დაგეგმილია ასევე სავაჭრო პოლიტიკის თემებზე არაფორმალურ დისკუსიებში მონაწილეობის მიღება"- აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
მინისტრი განმარტავს, რომ სხვადასხვა პრეზენტაციები გაკეთდება ინვესტორებისათვის ენერგეტიკის, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის კუთხით.