,,მიხეილ სააკაშვილმა დაამტკიცა, რომ მაშასადამე, არ არის ევროპელი",-განაცხადა ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სტრასბურგში პრეზიდენტის გამოსვლის კომენტირებისას.
,,რაც შეეხება პრეზიდენტს და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ჩვენ ვიხილეთ მისი გამოსვლა ევროპული ორგანიზაციის წინაშე და ამ გამოსვლაში სამწუხაროდ, დაამტკიცა, რომ ის არის ერთადერთი ქართველი, რომელიც მაშასადამე არ არის ევროპელი", -განაცხადა წულუკინმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი სტრასბურში ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოვიდა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა.