ძალიან შემაშფოთებელია მიზეზი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ თანამდებობიდან წასვლის მიზეზად დაასახელა, - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში არასამტავრობო აორგანიზაცია "რეფორმების ასოციაციის" ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ და აღნიშნა, რომ მანამ ვიდრე ვაშაკიძე დეტალებზე კომენტარს თავად არ გააკეთებს მისთვის დასკვნების გაკეთება ძალიან რთულია.
"სანამ ბატონი ნიკა დეტალებზე განცხადებას არ გააკეთებს ჩემთვის კომენტარის გაკეთება ძალიან ძნელია, მაგრამ ერთი რამე შეიძლება ვთქვა - პირველ რიგში ძალიან შემაშფოთებელია მიზეზი, რომელიც ბატონმა ნიკამ განაცხადა და რაც ეხება კურსის ცვლილებას. ეს ძალიან შემაშფოთებელია და როდესაც ყოველივე ეს ხდება იმ განცხადებების ფონზე რაც გაკეთდა სომხეთში - ეს არის ძალიან შემაშფოთებელი", _ აცხადებს კაპანაძე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება მარტივი და უბრალო საკითხი არ არის.
"მე მაგალითად მოვითხოვ, რომ ამაზე იყოს უფრო ვრცელი ინფორმირება საზოგადოებისა იმიტომ, რომ ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი და საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება ეს არ არის რაღაც მარტივი და უბრალო საკითხი",_ აცხადებს კაპანაძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.