დღეს, 15 თებერვალს, რუსთაველის თეატრში იაპონელი ჯაზ-პიანისტის ჰირომი უეჰარას კონცერტი გაიმართება.
კონცერტი „თაგის არტსის" და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ არის ორგანიზებული.
შეგახსენებთ, რომ 7 თებერვალს, კინოთეატრ "რუსთაველის" დიდ დარბაზში იაპონური კინოს ფესტივალი გაიხსნა, რომელიც თბილისში პირველი იაპონური კვირეულის დაწყებას აღნიშნავდა.
იაპონური კინოს ფესტივალი გუშინ დასრულდა, დღეს კი ჯაზ-პიანისტის ჰირომი უეჰარას კონცერტით გაგრძელდება.