,,პრეზიდენტს სტრასბურში გამწარებული, დაბოღმილი ადამიანის გამოსვლა ჰქონდა", _ განაცხადა ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ პრეზიდენტის გამოსვლის კომენტირებისას.
,,პრეზიდენტის სტრასბურგში გამოსვლა ოპოზიციის ლიდერის გამოსვლას არ გავდა ის უფრო გამწარებული, დაბოღმილი ადამიანის გამოსვლას ჰგავდა, რომელსაც ქვეყანა არ აინტერესებს და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავი აღელვებს. ამიტომ ძნელია კომენტარის გაკეთება იმ 'ადამიანის გამოსვლაზე, რომელსაც საკუთარი ქვეყნისთვის დიდი ზიანი აქვს მიყენებული", - განაცხადა საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოვიდა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა.